თავისი სიკვდილით გარდაიცვალა - საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ქალის ოჯახი

28.03.21 12:40
თავისი სიკვდილით გარდაიცვალა - საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი  ქალის ოჯახი

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალის ოჯახი ამტკიცებს, რომ მათი დედა არავის მოუკლავს. გარდაცვლილის შვილების თქმით, ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და  ინსულტით გარდაიცვალა.

85 წლის ქალის შვილები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ საგამოძიებო უწყებამ უკვე გაათავისუფლა. მეზობლების თქმით, სახლიდან ყვირილის ხმა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს, მეზობლები ასევე ამტკიცებენ, რომ მათ კარი შეამტვრიეს და ადგილზე ქალი გაკოჭილი დახვდათ.

თავისი სიკვდილით გარდაიცვალა დედაჩემი, გრძნობა დაკარგა,აბაზანიდან გამოვიყვანეთ, კარი რომ ვერ გავაღეთ მეზობლებს ვთხოვეთ დახმარება, - ამბობს გარდაცვლილი ქალის შვილი.