წლების შემდეგ ვიგრძნობთ დღევანდელი დღის შედეგებს - მეუფე გრიგოლის პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ

11.05.26 17:47
წლების შემდეგ ვიგრძნობთ დღევანდელი დღის შედეგებს - მეუფე გრიგოლის პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ

 

 

კათოლიკოს-პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, გრიგოლ ბერბიჭაშვილი წმინდა სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. 

"დღევანდელ დღეს შეაფასებს დრო"- თქვა მან მედიასთან. 

ჩვენ მომავალში, წლების შემდეგ ვიგრძნობთ დღევანდელი დღის შედეგებს. ამ წუთას ძალიან ძნელია რამის თქმა. ერთადერთი შეგვიძლია, დღეს ვთქვათ: ჩვენ გვიხარია, რომ დაქვრივებულ საყდარზე კვლავ ახალი პატრიარქი იქნა არჩეული. არის განწყობა, რომ ის რაც დღეს ჩვენთვის გამოწვევას წარმოადგენს, მოხდეს ერის კონსოლიდაცია - ამას როგორ რა გზებით შევძლებთ, ეს უკვე სინოდის ერთობაზეა დამოკიდებული, მაგრამ პიროვნების როლი ყოველთვის განსაკუთრებულია. მე ვფიქრობ, რომ უნდა შეძლოს [კონსოლიდაცია] აბა სხვა მოლოდინი გაქვთ?... დაველოდოთ, დაველოდოთ და ერთად დავდგეთ ამ ფერხულში, რასაც ამ ქვეყნის შენება და ეკლესიის გაძლიერრება ჰქვია ",- განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა.

რაც შეეხება არჩევნებში შესაძლო ჩარევაზე დასმულ კითხვას, პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიადტი ამბობს, რომ ეს კითხვა მას უნდა დაუსვას მედიამ "ვიზეც ეჭვობს":

ვიზეც ეჭვიობთ, ეს კითხვა მას უნდა დავუისვათ - ჩემთან არავინ მოსულა"- დასძინა მან. 

საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] გახდა. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

 გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი. 

  • სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო.
  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი.
  • ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.