ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელის სარჩელი არ დააკმაყოფილა

11.05.26 18:11
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელის სარჩელი არ დააკმაყოფილა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების კანონიერება დაადასტურა და დაცვის მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ გამოაცხადა. 

გამოცემა "ინტერპრესნიუსის" ცნობით, გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა - "აბსურდის თეატრია სასამართლო". 

დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა სასამართლოს სამი შუამდგომლობით მიმართა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრე გოგუაძემ, პროცესზე არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და მზია ამაღლობელს არ მისცა საშუალება შემოსაზღვრული ადგილის ნაცვლად, ადვოკატის გვერდით დამჯდარიყო.

ადვოკატი მოსამართლეს: - "თუ შეიძლება ქალბატონმა მზიამ ჩემს გვერდით დაიკავოს ადგილი, მას არ აქვს შესაძლებლობა თავისუფალი კომუნიკაცია ჰქონდეს ჩემთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი შუამდგომლობა". [შიფრი: ipn.ge]

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე: - "ის თავსდება სპეციალურ გამოყოფილ ადგილზე, მე კონტაქტს არ გიზღუდავთ, იქ სადაც არის. ამ შუამდგომლობას არ ვაკმაყოფილებ". [შიფრი: ipn.ge]

დღევანდელ პროცესზე ვიდეომასალა გამოიკვლიეს, ასევე მხარეებმა სასამართლოს სიტყვით მიმართეს.

კითხვა-პასუხის დროს მხარეებს შორის რამდენჯერმე შელაპარაკება მოხდა.

მზია ამაღლობელმა ჭიშკრის კედელზე უბრალოდ მიამაგრა სტიკერი, ბატონ გრიგოლ ბესელია მიდის და მიჰყავს პოლიციის დეპარტამენტში, მზია ამაღლობელის სხვა პოლიციელზე გადაცემა არ ხდება, უწყვეტ კადრში ჩანს გრიგოლ ბესელიამ დააკავა," - მიმართა ადვოკატმა ნინო ხუციშვილმა სასამართლოს. [შიფრი: ipn.ge]

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოს შენობასთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 2025 წლის 11 იანვარს შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის – წარწერით "იფიცება საქართველო", გაკვრის გამო დააკავეს.

  • შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი ერთ წელზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძე, მიმართ სილის გაწვნის ფაქტზე.