შიო III - საქართველოს ახალი პატრიარქი - რა ხდებოდა მე-14 საეკლესიო კრებაზე, ვინ ვის [არ] მისცა ხმა?
საქართველოს ახალი პატრიარქი 39 კაციანმა სინოდმა, 22 ხმით აირჩია. მოსაყდრე შიო, შიო მესამედ სამების საკათედრო ტაძარში მეუფე ანანიამ, როგორც სინოდის უხუცესმა წევრმა გამოაცხადა.
ხმები გაიყო - 16 ეპისკოპოსი მოსაყდრე შიოს წინააღმდეგ წავიდა, ცხრა ხმა მიიღო ურბნელმა ეპისკოპოსმა, შვიდი - მეუფე გრიგოლმა. შუშის საარჩევნო ყუთში, რომელიც მანამდე საგანგებო დალუქეს, სულ 38 შემოხაზული ბიულეტენი იყო. ერთმა ეპისკოპოსმა ხმა არც ერთ კანდიდატს არ მისცა და ცარიელი ფურცელი ჩააგდო. პირველი მილოცვები ახალმა პატრიარქმა კონკურენტებისგან მეუფე იობისა და მეუფე გრიგოლისგან მიიღო.
შიო მესამე უკვე პატრიარქია. მისი ინტრონიზაცია ხვალ სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდება. სწორედ იქ ჩაიბარებს პატრიარქის მიტრასა და კვერთხს. უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს პატრიარქმა დღეს თქვა, რომ გაცნობიერებული აქვს პატრიარქობის პატივიც და მძიმე ჯვარიც.
პატრიარქობის კანდიდატმა მეუფე იობმა ისე დატოვა სამების საკათედრო ტაძარი, რომ არცერთი სიტყვა არ უთქვამს. მეუფე გრიგოლი კი ამბობს, რომ შიო მესამის პატრიარქობის შედეგებს ქვეყნა წლების შემდეგ ნახავს.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის რანგში შიო მესამე ხვალ პირველად იმსახურებს პატრიარქის სტატუსით.