რუსეთის საპატრიარქო შიო III-ს სრული ტიტულით არ იხსენიებს

11.05.26 20:14
რუსეთის საპატრიარქო შიო III-ს სრული ტიტულით არ იხსენიებს

რუსეთის პატრიარქი კირილე წერილს აქვეყნებს და შიო მესამეს პატრიარქად არჩევას ულოცავს.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წერილში სრულად არ არის ნახსენები საქართველოს ახლად არჩეული პატრიარქის ტიტული.

  • დღეს არჩეული პატრიარქის სრული ტიტულატურა ასეთია: უწმიდესი და უნეტარესი შიო III, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.

გულწრფელად ვულოცავ თქვენს უწმინდესობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევას“.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ „გააღრმავა ... სიხარული ჩვენი ეკლესიის შვილების გულებში, რომლებიც გულწრფელ სიყვარულს ავლენენ იბერიის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრის მიმართ“.

პატრიარქი კირილე ასევე წერს: „საქართველოში მრავალჯერ ვიზიტისა და იბერიის მიწიდან ძვირფასი სტუმრების მასპინძლობის შემდეგ, ყოველთვის ვგრძნობდი ჩვენი თანამორწმუნე ხალხების ღრმა სულიერ სიახლოვეს“.

კირილე გამოთქვამს იმედს, რომ შიო მესამე გააგრძელებს აწ-გარდაცვლილი ილია მეორის გზასა და მართლმადიდებელი სამყაროს წევრებთან „ძმური ურთიერთობების ტრადიციას," - წერია წერილში. 

საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] გახდა. 

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

მსგავსი სიახლეები