"ეს [პატიმრების გათავისუფლება] ძალიან დიდი საქმე იქნება" - მეუფე დოსითეოსი

11.05.26 22:02
"ეს [პატიმრების გათავისუფლება] ძალიან დიდი საქმე იქნება" - მეუფე დოსითეოსი

"ეს [პატიმრების გათავისუფლება] ძალიან დიდი საქმე იქნება" - ამის შესახებ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა განაცხადა. 

მისი თქმით, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ცოტა ხნის წინ გააჟღერა, რომ საპატრიარქოს პატიმრების გათავისუფლების სურვილი აქვს.

ამასთან, მეუფე დოსითეოსმა აღნიშნა, რომ ის უწმინდესობის კომპეტენციაში ვერ შევა, თუმცა რადგან წინსწრებით ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა ცნობილი, პატიმრების გათავისუფლება "ბუნებრივი ამბავია ეკლესიისათვის და არ არის გამორიცხული". 

დეკანოზმა ჯაღმაიძემ ეს სულ ცოტა ხნის წინაც გააჟღერა, რომ საპატრიარქოს აქვს სურვილი, საკითხი დააყენოს [პატიმრების გათავისუფლებაზე]. იმ დროისთვის შეიძლება ეს ცოტა წინსწრებით მომენტი იყო, მაგრამ მან გააჟღერა, რომ ასეთი სურვილი საპატრიარქოსთვის უცხო არ არის იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, ეს ძალიან დიდი საქმე იქნებოდა. იცით ეკლესიისთვის ძალიან რთულია კონფროტაციაში შევიდეს, როცა საკითხი ეხება, დავუშვათ, ამ მნიშვნელოვან საქმეს... ალბათ იმაზე მეტი რა შეიძლება იყოს, რაც ერთ დროს მოხდა, როდესაც ჩვენ წაგვართვეს ტერიტორიები, მაგრამ ეკლესიისთვის ეს არ არის უცხო, ის მოვალეა, რომ ყოველ ადამიანთან ჰქონდეს მისასვლელი, მათ შორის ხელისუფლებასთან და ყველასთან უნდა შეძლოს მან დისკუსია, ტკივილის მიუხედავად, ან იმის მიუხედავად, რა პოზიციაზე დგას ის. 

ეკლესია მაინც რაღაცნაირად ამოდის იმ გაგებიდან, რომ ყველა მისი შვილია, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, ისინი ჩვენი შვილები არიან. 

ამიტომ, სრულებით არ არის გასაკვირი ეს ამბავი, შეიძლება იმდროისთვის კიდევ არ ჰქონდა ისეთი ბერკეტი, ვერ გეტყვით, ახლა უკვე ცოტა რთულია, მისი უწმინდესობის კომპეტენციაში ვერაფრით ვერ შევალ, მაგრამ ბუნებრივია, რომ რადგან წინსწრებით ჩვენთვის ეს ინფორმაცია ცნობილია, ბუნებრივი ამბავია ეკლესიისათვის და არ არის გამორიცხული," - განაცხადა მეუფე დოსითეოსმა. 

მსგავსი სიახლეები