"ვულოცავ მეუფე შიოს გაპატრიარქებას, იმავდროულად თანავუგრძნობ" - თამარ მესხი
"ვულოცავ მეუფე შიოს გაპატრიარქებას, იმავდროულად თანავუგრძნობ" - ამის შესახებ ბიზანტიოლოგმა, პროფესომა თამარ მესხმა განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო არეულია, პოლიტიკური რუკა თავიდან გადალაგდება და დადგება დრო, როდესაც საქართველოს ეკლესიამაც უნდა თქვას თავისი სიტყვა.
თამარ მესხი აღნიშნავს, რომ შიო მესამე სულ მალე დადგება არცევნის წინაშე "ის შეიძლება ისტორიას შემორჩეს ამბროსი ხელაიას სახით, ან იქნება ერთი რიგითი პატრიარქი".
დღევანდელი დღე მოულოდნელი არ ყოფილა, ჩემთვის თავიდანვე გასაგები იყო, როგორც დამთავრდებოდა არჩევნები. ვულოცავ მეუფე შიოს გაპატრიარქებას და იმავდროულად თანავუგრძნობ იმიტომ, რომ სულ მალე დადგება ის დრო, როდესაც ის დადგება არჩევნის წინაშე: ის შეიძლება ისტორიას შემორჩეს ამბროსი ხელაიას სახით, ან იქნება ერთი რიგითი პატრიარქი, რომლებზედაც ბევრი რამ ჩვენ არ ვიცით.
ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ძალიან რთულ ეპოქაში, მსოფლიო არეულია, პოლიტიკური რუკა თავიდან დალაგდება სულ მალე, ამიტომ საქართველო სად უნდა მოხვდეს, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია და ამიტომაც ვთქვი, დადგება [დრო], როდესაც საქართველოს ეკლესიამაც უნდა თქვას თავისი სიტყვა და ეს სიტყვა უნდა თქვას პატრიარქმა... ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს და ამას ზალიან დიდი სულიერი სიმტკიცე სჭირდება," - განაცხადა თამარ მესხმა.
საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] გახდა.
გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.