შიო III-ის ინტრონიზაცია დღეს გაიმართება - სვეტიცხოველში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

12.05.26 09:44
შიო III-ის ინტრონიზაცია დღეს გაიმართება - სვეტიცხოველში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია დღეს, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება - მსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. 

არჩევიდან მალევე, ახალმა პატრიარქმა შიო მესამემ მისი ინტრონიზაციის ადგილად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი გამოაცხადა.

სწორედ მცხეთაში გაიმართა 1977 წლის 25 დეკემბერს მისი წინამორბედის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ინტრონიზაციაც.

ორშაბათს, 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს.

39-წევრიან სინოდში მან მიიღო 22 ხმა მიიღო.

ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

 გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი. 

  • სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო.
  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი.
  • ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.