მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ ახალი პატრიარქი სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
მომავალი პატრიარქი სიბრძნით, გონიერებით წარმართავს თავის მოვალეობას. მე მინდა დავლოცო და ვუსურვო სიმტკიცე რწმენასა და სულიერებაში - ამის შესახებ მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა, მეუფე ილარიონმა ჟურნალისტებს სვეტიცხოველში განუცხადა, სადაც ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ინტრონიზაცია უნდა შედგეს.
"პირველებმა" სასულიერო პირს ჰკითხა, დააყენებს თუ არა ახალი პატრიარქი სინდიდის პატიმრების გათავისუფლების საკითხს, რაზე პასუხადაც მაღალმა იერარქმა თქვა ეს საკითხი სსავარაუდოდ გადაიხედება -"ახალი პატრიარქი ამის თაობაზე დააყენებს საკითხს".
მე არ მაქვს ინფორმაცია, მგონი გადაიხედება. ახალი პატრიარქი ამის თაობაზე დააყენებს საკითხს. მე დავუჭერ მხარს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
ცნობისთვის, სვეტიცხოველში ამ წუთებში უამრავი ადამიანია შეკრებილი. ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია დღეს, 12 მაისს, სწორედ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება.
ორშაბათს, 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს.
39-წევრიან სინოდში მან მიიღო 22 ხმა მიიღო.
ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.
გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი.
- სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო.
- მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი.
- ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.