საპატრიარქო ტახტზე შიო III აღსაყდრდა

12.05.26 11:15
საპატრიარქო ტახტზე შიო III აღსაყდრდა

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია შედგა - ცერემონია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა. 

ახლადგამორჩეულ პატრიარქს კათალიკოსთა ისტორიული მიტრა მიტროპოლიტმა დანიელმა დაადგა , ჯვარ-პანაღიები კი შიო III მღვდელმთავრებმა მიართვეს.

მანამდე ლოცვები წაიკითხეს ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილმა), მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანიამ და მიტროპოლიტმა - ისაიამ.

სწორედ მცხეთაში, საკათედრო ტაძარში გაიმართა 1977 წლის 25 დეკემბერს შიო მესამეს წინამორბედის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ინტრონიზაციაც.

ორშაბათს, 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს.

39-წევრიან სინოდში მან მიიღო 22 ხმა მიიღო.

ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

 გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი. 

  • სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო.
  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი.
  • ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.