სვეტიცხოველში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მობილიზებაა - რა ჩანს კადრებში

12.05.26 11:08
სვეტიცხოველში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მობილიზებაა - რა ჩანს კადრებში

 

 

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც შიო მესამეს პატრიარქად აღსაყდრების ცერემონია იმართება, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

ადგილზე სამართალდამცავებთან ერთად გამოჩნდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. კადრებში, რომელიც "პირველებმა" გადაიღო, ჩანს სასწრაფოს დახმარების ექიმი, რომელმაც ტაძარში საკაცე შეიტანა. 

როგორც ჩვენი კორესპოდენტი ადგილიდან გვატყობინებს, აღნიშნული საკაცე მალევე გამოიტანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ნახევარ საათზე მეტია, ტაძრის შესასვლელთან, კარებთან დგას. 

უკვე ერთ საათზე მეტია სვეტიცხოველში ინტრონიზაცია მიმდინარეობს. 

ცნობისთვის, გუშინ, 11 მაისს, საქართველოს 142-ე პატრიარქად 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] აირჩიეს. 

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.