პროტესტის 23-ე დღე - მშობლებმა ღამე ისევ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს

12.05.26 12:00
პროტესტის 23-ე დღე - მშობლებმა ღამე ისევ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს

პროტესტის 23-ე დღე - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ღამე ისევ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. 

მოთხოვნა უცვლელია, მშობლები იმ წამლის ქვეყანაში შემოტანას ითხოვენ, რომელიც მათი თქმით, ბავშვების სიცოცხლეს გააუმჯობესებს და გაახანგრძლივებს. 

ცნობისთვის, მშობლების პროტესტის, გუშინ, "TV პირველის" ეთერში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი გამოეხმაურა.