უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

12.05.26 12:55
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

 

 

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დღეს საქართველოში ჩამოასვენეს. მის ცხედარს სამშობლოში ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. 

მაჭარაშვილი 39 წლის ასაკში, 2026 წლის 30 აპრილს, ზაპოროჟიეს მიმართულებით დრონებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა. წარმოშობით გალელი 2022 წლიდან იბრძოდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ.