ირაკლი ღარიბაშვილის ცოლი სვეტიცხოვლის ტაძრიდან ანზორ ჩუბინიძემ გააცილა
ყოფილლი პრემიერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის ცოლი, ნუნუკა თამაზაშვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ გააცილა.
მანამდე "პირველებმა" მოახრეხა, რომ ნუნუკა თამაზიშვილისთვის ეკითხა - აქვს თუ არა მოლოდინი, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი შეიწყალოს. ყოფილი პრემიერის მეუღლემ კითხვას არ უპასუხა.
მან ტაძარი ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის ცოლთან ნინო სუთიძესთან ერთად დატოვა. სწორედ სუთიძესთან ერთად მივიდა ნუნუკა თამაზიშვილი დღეს ახალი პატრიარქის აღსაყდრების ცერემონიაზე.
- ცნობისთვის: ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ჯარიმა განესაზღვრა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პარალელურად, ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად ეწეოდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა დიდი ოდენობით არალეგალურ შემოსავლებს.