საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების ვინაობა ცნობილია

12.05.26 13:35
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების ვინაობა ცნობილია

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების ვინაობა ცნობილია - ის 15 წევრისგან დაკომპლექტდა. 

საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ ბრძანება N 90  ირაკლი კობახიძემ გამოსცა. 

შემადგენლობა ასეთია:

  • სერგო ჭელიძე – შპს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი – საბჭოს თავმჯდომარე;
  • ვასილ გონაშვილი – სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
  • ზურაბ ქავთარია - ა(ა)იპ საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე – საბჭოს მდივანი;
  • ივანე აბაშიძე – სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი;
  • ნათია ჯოჯუა - შპს ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
  • რიმა ბერიაშვილი – სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ამავე უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
  • მარიამ ბოჭორიშვილი – ა(ა)იპ ტად ვიკის დირექტორი, სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის ხელმძღვანელი;
  • თამარ გამსახურდია - შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ციური დურული - სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი;
  • ლევან ვეფხვაძე – ა(ა)იპ – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
  • ნინო მინდიაშვილი - შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი;
  • ნარგიზ ფალავანდიშვილი – სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უწივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
  • ეკატერინე შაკიაშვილი – სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი;
  • ნინო ჩინჩალაძე – ა(ა)იპ ფონდი საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;
  • ბაქარ ბერეკაშვილი – შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი.

მსგავსი სიახლეები