"ველით თანამშრომლობას" - აშშ-ის საელჩო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შიო III-ის პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ახალი პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის შიო III-ის არჩევას ულოცავს.
"ველით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნებისთვის თანამშრომლობას" - წერია საელჩოს განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის შიო III-ის არჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პატრიარქის პირველად არჩევა ისტორიული მოვლენაა. მას დიდ წარმატებას ვუსურვებთ და ველით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან–მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიასთან–ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნებისთვის თანამშრომლობას," - წერია განცხადებაში.
ორშაბათს, 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს.
39-წევრიან სინოდში მან მიიღო 22 ხმა მიიღო.
ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.
გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი.
- სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო.
- მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი.
- ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.
[ფოტო: ipn.ge]