უნდა იყვნენ შეწყალებულნი - მეუფე დოსითეოსი სინდისის პატიმრებზე

12.05.26 15:10
უნდა იყვნენ შეწყალებულნი - მეუფე დოსითეოსი სინდისის პატიმრებზე

 

 

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსი ამბობს, რომ სინდისის პატიმრები შეწყალებულ უნდა იყვნენ.

მაღალი იერარქის თქმით, რადგან საპატრიარქოს ასეთი პოზიცია ჰქონდა პატიმრებთან დაკავშრებით, ახალ პატრიარქს დრო უნდა მიეცეს ამ საკითხის დაყენებისთვის. 

რადგან საპატრიარქოს ასეთი პოზიცია ჰქონდა, ვფიქრობ, რომ ეს არ არის შორს, როგორც ფიქრი, იდეა, მოქმედება. არ ვიცი ეს როგორ იქნება. მის უწმინდესობას რაღაც დროც უნდა მივცეთ. ჩემი პოზიცია არის ის, რომ ქრისტეს სიყვარული ყველას უნდა მისწვდეს. უნდა იყვნენ შეწყალებულნი. ყველა საკითხი პოლიტიზებული ხდება. ეს არ უნდა მოვახდინოთ, ეს არ უნდა გავაკეთოთ", - ამბობს სასულიერო პირი.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო III-ის არჩევის შემდეგ კვლავ დადგა დღის წესრიგში პროევროპული აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალების საკითხი.

მაღალი იერარქები არ გამორიცხვენ, რომ პატრიარქმა შესაძლოა სინდისის პატიმრების შეწყალებაზე რეკომენდაციით "ქართულ ოცნებას" და მიხეილ ყაველაშვილს მიმართოს.