ალბათ მოახერხებს ეკლესია რაღაც შუამდგომლობას - მეუფე ისაია პატიმრების შესაძლო შეწყალებაზე

12.05.26 15:26
ალბათ მოახერხებს ეკლესია რაღაც შუამდგომლობას - მეუფე ისაია პატიმრების შესაძლო შეწყალებაზე

 

 

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი, მეუფე ისაიას თქმით, ეკლესიის პოზიციით, უმჯობესია რომ ციხეში არავინ იჯდეს. 

მისივე თქმით, სინდისის პატიმრების შეწყალებაზე ეკლესია "ალბათ რაღაც შუამდგომლობას მოახერხებს".

საერთოდ ეკლესიის პოზიცია, რომ ციხეში რომ კაცი არ იყოს, უმჯობესია. რავიცი, ღვთის მადლით, ალბათ მოახერხებს ეკლესია, რაღაც შუამდგომლობას", - თქვა მეუფე ისაიამ.  

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო III-ის არჩევის შემდეგ კვლავ დადგა დღის წესრიგში პროევროპული აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალების საკითხი.

მაღალი იერარქები არ გამორიცხვენ, რომ პატრიარქმა შესაძლოა სინდისის პატიმრების შეწყალებაზე რეკომენდაციით "ქართულ ოცნებას" და მიხეილ ყაველაშვილს მიმართოს.