მზადება 26 მაისის პროტესტისთვის - ოპოზიციის ალიანსი ხალხს ქუჩაში ხვდება
მზადება 26 მაისის დიდი პროტესტისთვის. ოპოზიციის ალიანსი ქუჩაშია და ხალხს უხსნის, რატომ უნდა გამოვიდნენ დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე.
ისინი ხალხს სპეციალურ ბუკლეტებს ურიგებენ და რუსთაველის გამზირზე ეპატიჟებიან. მათი თქმით, ეს არის ერთიანობის დღე და ყველამ უნდა გაიგოს, რომ უკან არ იხევენ და ძალა ერთობაშია.
26 ში ბევრნი ვიქნებით, მე დარწმუნებული ვარ. ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას. ჩვენ პირადად გადავცემთ მათ მოსაწვევს. ეს არის ერთიანობის დღე, ეს არის დღე იმის, რომ ჩვენ არათუ უკან არ ვიხევთ, ძალა ერთობაშია, ერთად ვდგავართ და ერთ მუჭად შეკრულ ქართველებს წინ ვერაფერი დაუდგება. ვაგრძელებთ ამ კამპანიას, ვესაუბრებით ხალხს, განწყობა პოზიტიურია, ასე ვაპირებთ მოვიაროთ მთელი თბილისი - განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, შეხვედრები ყოველიურ რეჟიმში გაგრძელდება და საზოგადოებას უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდინა 26 მაისს დაანონსებული შეკრების შესახებ.