პირველი ქადაგება პატრიარქის რანგში და გზავნილები საზოგადოებას - ინტრონიზაციის დეტალები

12.05.26 20:10
პირველი ქადაგება პატრიარქის რანგში და გზავნილები საზოგადოებას - ინტრონიზაციის დეტალები

შიო მესამე დღეიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე პატრიარქია. მოსაყდრე შიო, რომელიც სვეტიცხოველში მიტროპოლიტის სტატუსით შევიდა, ტაძარი უკვე როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დატოვა. მისი ინტრონიზაცია სწორედ სვეტიცხოველში გაიმართა — ტაძარში, სადაც 2003 წელს ეპისკოპოსად აკურთხეს და სადაც თავის დროზე ილია მეორეს პატრიარქად კურთხევაც შედგა.

პატრიარქად კურთხევის ცერემონია დილიდან დაიწყო. სვეტიცხოველში მიიტანეს კათოლიკოს-პატრიარქის შესამოსელი და უძველესი საპატრიარქო მიტრა. მიტრა შიო მესამეს მეუფე დანიელმა დაადგა, ხოლო ჯვარ-პანაღიები მეუფე გრიგოლმა, მეუფე იობმა და ცურტაველმა მიტროპოლიტმა გადასცეს.

ისტორიული მიტრა და ჯვარ-პანაღიები, რომელსაც ახლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ატარებს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ყველა პატრიარქს ჰქონდა — ანტონ პირველიდან ილია მეორემდე.

საპატრიარქო შესამოსელის შემოსვისა და მიტრის დადგმის შემდეგ, ორმა უხუცესმა მღვდელმთავარმა — მეუფე დანიელმა და მეუფე აბრაამმა — პატრიარქი შიო მესამე საპატრიარქო ტახტზე დასვეს.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები