გზა პატრიარქობამდე - უცნობი დეტალები შიო მესამეს ცხოვრებდან

12.05.26 20:18
გზა პატრიარქობამდე - უცნობი დეტალები შიო მესამეს ცხოვრებდან

1987 წელს, ვერის ბაღში გადაღებულ ამ ფოტოზე ახალგაზრდა გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, ირაკლი კაკაბაძე, გიო მგელაძე და ელიზბარ მუჯირი არიან აღბეჭდილი. კადრი გაზეთ „თბილისის“ გარეკანისთვის გადაიღეს — მაშინ, როცა ეს მეგობრები საზოგადოების ყურადღებას ანტისაბჭოთა მოძრაობაში აქტიური მონაწილეობით იპყრობდნენ. თუმცა, ალბათ მაშინ ვერცერთი მათგანი წარმოიდგენდა, რომ 38 წლის შემდეგ ამ წრიდან ერთ-ერთი ქართული ეკლესიის სულიერი ლიდერი გახდებოდა.

ელიზბარ მუჯირის სასულიერო გზა საკმაოდ ადრე იწყება, თუმცა მისი პირველი დიდი გატაცება მუსიკა იყო. სკოლის დასრულების შემდეგ ის კონსერვატორიაში აბარებს და ვიოლონჩელოს ეუფლება. ახლობლები და პედაგოგები ნიჭიერ ახალგაზრდას წარმატებულ მუსიკოსად ხედავდნენ.

თუმცა მალევე მუსიკალური ინსტრუმენტი ეკლესიის ზარებმა ჩაანაცვლა. ელიზბარი მონასტერში ერთი დღით მივიდა, თუმცა იქ ხუთი წლით დარჩა. შიომღვიმის მონასტრიდან ის უკვე ბერად აღკვეცილი დაბრუნდა — სახელით შიო.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.