ხანძარი პეკინის გამზირზე - ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა

თბილისში, პეკინის გამზირის 36 ნომერში ხანძარია. ძლიერი დაკვამლიანების გამო შენობიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო.
უწყების ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟი მუშაობს.