იმ მომენტიდან როცა შიო III მონასტერში წავიდა, დარწმუნებული ვიყავი რომ მომავალი პატრიარქია - გიო მგელაძე

13.05.26 00:11
იმ მომენტიდან როცა შიო III მონასტერში წავიდა, დარწმუნებული ვიყავი რომ მომავალი პატრიარქია - გიო მგელაძე

იმ მომენტიდან როცა ის [შიო III] მონასტერში წავიდა, დარწმუნებული ვიყავი რომ მომავალი პატრიარქია, - ამის შესახებ პატრიარქ შიო მესამის ბავშვობის მეგობარმა, რეჟისორმა, გიო მგელაძემ ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ განაცხადა.

რეჟისორმა ის დღე გაიხსენა, როდესაც პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადების შემდეგ შიო მესამეს პირადად შეხვდა:

როგორ მახსოვს, რომ პატრიარქმა რომ გამოაცხადა მოსაყდრედ, 53-ეს ჩავუარე მანქანით და დავინახე, რომ სახლთან, მანქანასთან დგას, გადავედი და მაშინ მეუფე იყო და მეუბნება, წარმოიდგინე გიო რა მოხდაო, მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო, ცოცხალ ანდერძს მეძახიანო, ცოცხალი ანდერძი ვარო, რა ხდება ჩემ თავსო, მეუბნებოდა. შენ ხომ ისედაც გამორჩეული ჰყავდი პატრიარქს და უყვარდი -მეთქი და არა, საიდან მოიტანეო. რაღაც სხივი მოდიოდა, რომელიც მეუბნებოდა, რომ ეს მომავალი პატრიარქია. გინდ დამიჯერეთ და გინდ არა, დარწმუნებული ვიყავი - იხსენებს გიო მგელაძე.