თბილისსა და ბათუმში ჰაერის დაბინძურების მომატებული მაჩვენებლები დაფიქსირდა

13.05.26 10:44
თბილისსა და ბათუმში ჰაერის დაბინძურების მომატებული მაჩვენებლები დაფიქსირდა

თბილისისა და ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ჰაერის დაბინძურების მომატებული მაჩვენებლები დაფიქსირდა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პორტალის მონაცემებით, ცალკეულ ლოკაციებზე აზოტის დიოქსიდისა (NO₂) და ბენზოლის (C₆H₆) კონცენტრაცია ნორმას აღემატება.

ამ დროისთვის ჰაერის ხარისხი „ცუდად“ ფასდება შემდეგ მისამართებზე:

  • თბილისი, რუსთაველის გამზირი N6 — მომატებულია აზოტის დიოქსიდის (NO₂) მაჩვენებელი;
  • ბათუმი, მაიაკოვსკის ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორია — მომატებულია აზოტის დიოქსიდის (NO₂) დონე;
  • ბათუმი, ბაქრაძის ქუჩა N28, ტერმინალის მიმდებარე ტერიტორია — დაფიქსირებულია ბენზოლის (C₆H₆) მომატებული კონცენტრაცია.

რაც შეეხება ქვეყნის დანარჩენ რეგიონებს, მონიტორინგის პორტალის მონაცემებით, საქართველოს სხვა ქალაქებში ჰაერის ხარისხი ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი, კარგი ან ძალიან კარგია.