ამოღებულია 500 აბი “პრეგაბალინი“ და 2 კილომდე გამომშრალი “მარიხუანა“ - შსს-მ 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის ერთი, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ასევე, ერთ-ერთი მათგანის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება - 500 აბი „პრეგაბალინი“ და 2 კილომდე გამომშრალი „მარიხუანა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - წერია ინფორამციაში.