ბურჭულაძის საქმეზე La Monnaie-ს სამხატვრო ხელმძღვანელი ბელგიის პრემიერს მიმართავს

13.05.26 12:30
ბურჭულაძის საქმეზე La Monnaie-ს სამხატვრო ხელმძღვანელი ბელგიის პრემიერს მიმართავს

ბრიტანეთის სამეფო ოპერის მოწოდებას, ბელგიის ეროვნული ოპერის, La Monnaie-ს გენერალური სამხატვრო ხელმძღვანელი ბრიუსელში კრისტინა შეპელმანი გამოეხმაურა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში შეპელმანი წერს:

„ნათელია, რომ ბატონი ბურჭულაძე სამართლიან სასამართლოს ვერ მიიღებს. სხვა პოლიტიკური პატიმრების მსგავსად, ირღვევა მისი ფუნდამენტური უფლებები და ის ისჯება სხვების გასაფრთხილებლად, ვინც რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევას გაბედავს.“

მანამდე ბრიტანეთის სამეფო ოპერის თეატრმა UK-ის პრემიერმინისტრს, კირ სტარმერს მიმართა და სთხოვა დაინტერესდეს და იმოქმედოს პაატა ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებით.

წყარო: ნეტგაზეთი