ცნობილია, რამდენი მილიონი ლარის ვიდეო ჯარიმა გამოწერეს გასულ წელს

13.05.26 13:19
ცნობილია, რამდენი მილიონი ლარის ვიდეო ჯარიმა გამოწერეს გასულ წელს

2025 წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, ჯამში, 3 332 037 ვიდეოჯარიმა გამოიწერა.

ოფიციალური მონაცემებს IPN.GE ავრცელებს. ირკვევა, რომ ვიდეოჯარიმების შედეგად დარიცხული თანხა 231 754 040 ლარს შეადგენს.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გამოწერილი ჯარიმებიდან 1 669 637 ჯარიმის გადახდისას 20%-იანი შეღავათით ისარგებლეს, რის საფუძველზეც გადახდილი თანხა 80 145 842,08 ლარს შეადგენს.