სასამართლოში სუს-ის ყოფილი შეფის პროცესი მიმდინარეობს - სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება

13.05.26 14:34
სასამართლოში სუს-ის ყოფილი შეფის პროცესი მიმდინარეობს - სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 5 მოწმეს დაკითხავენ. არსებული ინფორმაციით, ხუთივე მათგანი საბავშვო ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით მისცემს ჩვენებას.

სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.

  • 2025 წლის 23 დეკემბერს, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.