TI: 2026 წლის იანვარ-მარტში „ოცნებას“ 73-მა შემომწირველმა 2.6 მილიონი ლარი გადაურიცხა

13.05.26 15:18
TI:  2026 წლის იანვარ-მარტში „ოცნებას“ 73-მა შემომწირველმა 2.6 მილიონი ლარი გადაურიცხა

2026 წლის იანვარ-მარტში „ქართულ ოცნებას“ 73-მა შემომწირველმა 2.6 მილიონი ლარი შესწირა - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშშია ნათქვამი.

ორგანიზაციის ცნობით, "ოცნებასთან" დაკავშირებულმა 37 კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე 521 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო; ასევე მიიღეს 49.7 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები, 4 მილიონი ლარის აგროსუბსიდია, სამშენებლო ნებართვები და წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები.

“შემომწირველებთან დაკავშირებულმა 37-მა კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე ასევე მიიღო 49.7 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის უფლება, 4 მილიონი ლარის აგროსუბსიდია, 169 ათასი კვ.მ-ის სამშენებლო ნებართვა და წიაღისეულის მოპოვების 12 ლიცენზია“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციაში.