"როცა პოლიციაში იწყებდით მუშაობას, გეგონათ რომ ოდესმე სტუდენტს დააკავებდით ტროტუარზე დგომის გამო?" - აქციის მონაწილე უნივერსიტეტში დააკავეს
პოლიციამ სტუდენტი ელენე გელაშვილი აგრარული უნივერსიტეტის ეზოში დააკავა.
პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე ტროტუარზე დგომის საბაბით მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2-დღიან პატიმრობაში გაუშვა.
"როცა პოლიციაში იწყებდით მუშაობას, გეგონათ რომ ოდესმე სტუდნეტს დააკავებდით ტროტუარზე დგომის გამო?" - ისმის ვიდეო-კადრებში, რომელსაც ფოტოგრაფი MO-SE ავრცელებს.
შსს გელაშვილს 18 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
საქმეში მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი იყო ვიდეო ჩანწერი, სადაც ჩანს, რომ ელენე გელაშვილი, მეგობრებთან ერთად დგას ტროტუარზე და “რა, სად, როდისს“ თამაშობს, ამ დროს ათობით და ასობით ადამიანი გადაადგილდება ისე, რომ შეფერხება არ აქვს და ეს ჩათვალეს, რომ ტროტუარს კეტავდაო, რაც სრული აბსურდია და ზვიად ცეკვავას ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება მათ შორის, ევროპულ სასამართლოს კარგად დამკვიდრებულ პრაქტიკას, - თქვა მისმა ადვოკატმა.
მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.