ჩაქვში ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს — ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაბა ჩაქვში, გოგებაშვილის ქუჩის II შესახვევში, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოვლინდა.
უწყების ცნობით, შემოწმებისას დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა.
სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოო პროცესში ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რომლებიც მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდა.
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო საწარმოს საქმიანობა კრიტიკული დარღვევების სრულ აღმოფხვრამდე შეუჩერდა.