მთავრობა ამბობს, რომ პროდუქტი გაიაფდა - რა ხდება რეალურად?

13.05.26 20:19
მთავრობა ამბობს, რომ პროდუქტი გაიაფდა - რა ხდება რეალურად?

კობახიძის გუნდი  ამტკიცებს, რომ პროდუქტი უკვე გაიაფდა. მაღაზიებში სააქციო ფასად გამოტანილ 15 დასახლების პროდუქტს მთავრობა მათ მიღწევად მიიჩნევს. 

ქსელური მარკეტები, სადაც სხვადასხვა დროს ისედაც სააქციო ფასად იყიდებოდა არა ერთი პროდუქტი, ამბობენ რომ ფქვილი, ბრინჯი, შაქარი, წიწიბურა, ქათამი, ტკბილეული, მაკარონი, და რძის ნაწარმი სპეც დახლზე განათავსეს და იაფად ყიდიან.  

ალტერნატიულია რეალობა ხალხისთვის -  მოქალაქეები ამბობენ, რომ ფასდაკლებებს დახლზე ვერ ხედავენ და პირიქით, ყველაფერი ძვირდება. მძიმე ყოფის გაუმჯობესება საქართველოს მოქალაქეებისთვის დაანონსებულ 15 პროდუქტზე ფასდაკლებითაც შეუძლებელია.

უკვე თითქმის ორი კვირაა, რაც საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა. შეიქმნა 100 გვერდიანი დოკუმენტიც, რომელიც სესიაზე უნდა დაამტკიცონ, თუმცა ბიურო მას განსახილველ საკითხთა სიაში არ სვამს. საკანონმდებლო ორგანომ პოლიტიკური დღის წესრიგიდან პრაქტიკულად გააქრო თემა, რომელზეც კვირები საუბრობდა. ოპოზიციის კითხვების შემდეგ, რატომ არ იკლებს ფასი - დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან კომისიის თავმჯდომარემ ისიც კი თქვა, რომ მათი მიზანი ფასების შემცირება არასდროს ყოფილა. ბერეკაშვილის თქმით, კომისია ფასების შესასწავლად შეიქმნა და ეს ფუნქცია შესრულებულია.

ოპოზიცია ამბობს კობახიძის მთავრობა ხალხს დასცინის, როცა მარკეტებში ფასდაკლებებს, საპარლამენტო კომისიის მუშაობას უკავშირებს.

ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით