გრიგოლ ლილუაშვილის საქმე შესაძლოა ევროსასამართლოში წავიდეს

13.05.26 20:34
გრიგოლ ლილუაშვილის საქმე შესაძლოა ევროსასამართლოში წავიდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმე შესაძლოა ევროსასამართლოში წავიდეს. ამის შესახებ ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

უფლებადამცველის თქმით, დაცვის მხარეს გრიგოლ ლილუაშვილის გამამართლებელი მტკიცებულებები სრული მოცულობით არ გადასცემია, რასაც დაცვის მხარე გაასაჩივრებს. 

ლანა ცერცვაძის განმარტებით, ევროსასამართლოში, სავარაუდოდ, არამარტო შემაჯამებელი გადაწყვეტილება, არამედ ზემოთ აღნიშნული, გარკვეული სახის გადაწყვეტილებებიც იქნება წარდგენილი. 

ევროსასამართლოში არამარტო შემაჯამებელი გადაწყვეტილება, გარკვეული სახის გადაწყვეტილებები რაზედაც უარი გვეთქვა პირობითად, ესეც შესაძლებელია, რომ იქნეს გასაჩივრებული და წარდგენილი. თუნდაც, მათ შორის იმგვარი სახის ინფორმაცია, როგორიც არის გამამართლებელი მტკიცებულებების დაცვის მხარისათვის დამალვა, რაც ფიზიკურად არ გადმოსცემია დაცვის მხარეს. დიახ, გამამართლებელი სახის მტკიცებულებებზეა საუბარი, სრული მოცულობით ჩვენ არ გადმოგვეცა მტკიცებულებები, რასაც შესაბამისი პროცედურების დაცვით, ბუნებრივია, დაცვის მხარე ასაჩივრებს. 

რის საფუძველზე და რატომ არის ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი ბრალდებული, ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ, ბრალდების მხარეს უნდა ჰკითხოთ ალბათ. 

თავად ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა ცალსახაა, რომ ის არ აღიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალს," - განაცხადა ადვოკატმა. 

ცნობისთვის, სუს-ის ყოფილი უფროსის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა. 

  • 2025 წლის 23 დეკემბერს, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.