ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

14.05.26 11:03
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ორი  მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულებმა ქვეყნის საზღვარი მანამდე გადმოკვეთეს, სანამ მათზე ძებნა გამოცხადდებოდა. თურქეთის მოქალაქეები თაღლითობის  ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.

დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, თაღლითობის  ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. 

დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა. 

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მათგანი ბათუმში, სხვადასხვა დროს დააკავეს. 

ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს," - წერია განცხადებაში.