კოტე ზარნაძე ე.წ. კანონიერი ქურდის დაკავებულ ძმასთან მეგობრობას არ უარყოფს
თბილისის საკრებულოს წევრი, კოტე ზარნაძე, რომელიც წარსულში გლდანის მაჟორიტარი იყო, .წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ ჩუკაკიძის დაკავებულ ძმასთან, ლევან შუკაკიძესთან მეგობრობას არ უარყოფს.
"ოცნების" წევრმა "პირველებთან" საუბარში დაადასტურა, რომ ის და ძმები შუკაკიძეები ერთად გიზარდნენ გლდანში.
რაც შეეხება დაკავებას და საქმეს, რომელიც გამოძიებამ ძმები შუკაკიძეების და კიდევ სხვა დაკავებულების(სულ დაკავებულაი 44 პირი) წინააღმდეგ აღძრა, ზარნაძემ თქვა, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ ამ ქალაქში და არავისთან ახლობლობას და მეგობრობას არ უარვყოფ. გლდანში გავიზარდეთ, ერთ უბანში გავიზარდეთ და ეს ყველა უბანში ასე ხდება. მაგრამ ის, რომ ამ ადამიანებს რაღაცა დღეს ხვალ გუშინ რაღაცა მოხდა, ამას სასამართლო დადგენს, ეს ჩემი კომპეტენცია ხომ არ არის. მე რა უნდა გიპასუხოთ. მე გუშინ ვნახე თქვენი სიუჟეტი, სადაც პირდაპირ იყო იმ კონტექსტში განხილული ეს ყველაფერი, რა კონტექსტშიც თქვენ მეკითხებით. აქედან გამომდინარე ვარ დარწმუნებული, რომ როგორც მეგობარი საყრდენს ისე კი არ მეკითხებით, არამედ როგორც სუბკულტურის წარმომადგენელს, რასაც კატეგორიულად უარვყოფ. ჩვენთან, პოლიტიკურ ველზე არცერთი სუბკულტურის სხვადასხვა წარმომადგენელი, როგორც საყრდენი არ აღიქმებოდა. აღიქმებოდა, როგორც მეგობარი", - აცხადებს კოტე ზარნაძე.
"პირველები" ესაუბრა ძმებ შუკაკიძეების ადვოკატსაც - არჩილ ბერიანიძე ირწმუნება, რომ "კანონიერ ქურდს" საზღვარგარეთ მყოფ ნოდარ შუკაკიძეს საქმესთან არანაირი შემხებლობა აქვს. რაც შეეხება ლევან შუკაკიძეს, უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია იცის ბრალთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე საუბრისგან თავს შეიკავებს.
ნოდარ შუკაკიძეს რაიმე სახის დევიაციური ქმედება განხორციელებული არ აქვს. ის არანაირ შემხებლობაში ამ საქმეებთან არ არის. ლევან შუკაკიძეს რაც შეეხება, მას ბრალი წარდგენილი აქვს, ბრალთან დაკავშირებით მის პოზიციას ამ ეტაპზე მე ვერ მოგახსენებთ. მე ვესაუბრე, ვიცი მისი პოზიცია, თუმცა ტავს შევიკავებ მისი პოზიციის დაფიქსირებისგან.
ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი დაკავებულების საქმე 4 ეპიზოდად დაიყო. არცერთ ეპიზოდზე ჯერ სასამართლოს არ უმსჯელია.
- ცნობისთვის, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირია დაკავებული. კიდევ 7 პირს კი ბრალი წარედგინა – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ორი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.
საქმეში ფიგურირებენ ე.წ. კანონიერი ქურდები - ნოდარ შუკაკიძე და ლევან მარღია.
- ლევან შუკაკიძის და მისი დაჯგუფების დასაკავებლად სპეცოპერაცია გლდანში ჩატარდა.
საქმის მასალებსი მიხედვით, დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდებს – ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძეს, რომლებიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
- სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე დგინდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტ ბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, რის შემდეგაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას.