ხაშურში თხრილში ადამიანი ჩავარდა და დაიღუპა
ხაშურში თხრილში ადამიანი ჩავარდა და დაიღუპა - შემთხვევა გუშინ 13 მაისს მოხდა.
"ქართლის ამბების" ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, მიწა ჩაიშალა და თხრილში წყალარინების პროექტზე მომუშავე დასაქმებული პირი ჩავარდა.
შსს - ს ცნობით, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.