ტროტუარზე დგომის საქმე - მოსამართლემ დავით პაპაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა
ტროტუარზე დგომის საქმე - მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სპეციალური საჭიროების მქონე დემონსტრანტის, დავით პაპაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა. შსს პაპაშვილს 2025 წლის დეკემბერში ტროტუარის გადაკეტვას ედავებოდა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას არც შსს-ს წარმომადგენელი დასწრებია და არც თავად დავით პაპაშვილი.
პაპაშვილი თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია, რომელსაც სპეციალური სტატუსი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმის გამო დაუდგინდა.