ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საერთაშორისო საკითხების ექსპერტს, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილს 3 -დღიანი პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ გამოაცხადა.
ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრს სამართალდამცველებმა ხელბორკილები პირდაპირ სასამართლო დარბაზში დაადეს.
პეტრიაშვილს შსს 17 დეკემბერს ტროტუარზე დგომას ედავებოდა.