ნათია ჭელიძე: 8 საათზე მეტია დაკავებას უნივერსიტეტში ველოდები, წამებას უთანაბრდება - დავრეკე და მაინც არ მოდიან

14.05.26 20:53
ნათია ჭელიძე: 8 საათზე მეტია დაკავებას უნივერსიტეტში ველოდები, წამებას უთანაბრდება - დავრეკე და მაინც არ მოდიან

23 წლის სტუდენტი, ნათია ჭელიძე, რომელსაც მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ დღეს 2-დღიანი პატიმრობა ტროტუარზე დგომის გამო შეუფარდა, დაკავებას უნივერსიტეტში ელოდება. 

8 საათზე მეტია დაკავებას უნივერისტეტში ველოდები, წამებას უთანაბრდება - მომისაჯეს და არ მივყავარ ამ დრომდე  - ეუბნება სტუდენტი "პირველებს".

ნათია ჭელიძე ფიქრობს, რომ უნიოვერსიტეტში სამართალდამცველები განგებ არ მიდია და ვარაუდობს, რომ საღამოს რუსთაველის გამზირზე დაადებენ ხელბორკილებს. 

თითქმის 8 საათნახევარია უკვე გასული, თუმცა არავინ არ დამკავშირებია. მე დავუკავშირდი ბოლოს, იმიტომ, რომ დავიღალე უბრალოდ, წამებას უთანაბრდება, რომ მომისაჯეს ეს ყველაფერი და  არავის არ მივყავარ. აქეთ უნდა ვურეკო, რომ მოდით დაწ წამიყვანეთ, ეს სრულიად არალოგიკურია. მე მაინც აქ ვრჩები და ველოდები, უბრალოდ მგონია, რომ არ უნდათ უნივერსიტეტში მოვიდნენ. ემპათიის გამოც ხდება ალბათ, რომ სტუდენტებმა არ დაინახონ, რომ თავიანთ თანაკურსელს იჭერენ. ალბათ, როგორც კი უნივერსიტეტს გავცდები და აქედან ვაპირებ, რომ პირდაპირ რუსთაველზე წავიდე, ალბათ გზად დამაკავებენ ან რუსთაველზე", - ამბობს ნათია ჭელიძე

მსგავსი სიახლეები