პროკურატურა ირწმუნება, რომ გრიგოლ ლილუაშვილის სასარგებლოდ მიცემული ჩვენებები არ დაუმალავთ

15.05.26 11:40
პროკურატურა ირწმუნება, რომ გრიგოლ ლილუაშვილის სასარგებლოდ მიცემული ჩვენებები არ დაუმალავთ

პროკურატურა ირწმუნება, რომ გრიგოლ ლილუაშვილის სასარგებლოდ მიცემული ჩვეენებები არ დაუმალავთ. როგორც პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, ის პირები, ვისზეც სუს-ის ექს-შეფის უფლებადამცველი საუბრობს, რომ გამოკითხვის ოქმები არ გადასცემია, თავად ადვოკატი იყო გამოძიების ეტაპზე კონტაქტზე.

ერთის მხრივ თუ ამბობს რომ არ გადასცემია დაკითხვის ოქმები, მაშინ რაზე დაყრდნობით ამბობს, რომ გამამართლებელი (ჩვენებებია)? - ამბობს პროკურორი.  

მარიამ ბერძენიშვილის თქმით, აღნიშნული პირები ადვოკატის დასაკითხ სიაში არიან შეყვანილები და შესაბამისად, დაცვის მხარეს ექნება შესაძლებლობა, რომ ისინი დაკითხონ სასამართლოში.

ის მასალა, რაც ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს სასამართლოში, დაცვის მხარეს აქვს სრულად გადაცემული. ეს ასე რომ არ იყოს, ის რასაც ბრალდების მხარე დაცვის მხარეს არ გადასცემს, ფიზიკურად ვერ იქნება მტკიცებულება. დაცვის მხარემ აპელირება გააკეთა, რომ ჩვენ თითქსოდა რაღაც დავმალეთ. უნდა იცოდეთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, ის პირები, ვისზეც ადვოკატი საუბრობს, რომ გამოკითხვის ოქმები არ გადასცემია, თავად ადვოკატი იყო გამოძიების ეტაპზე ამ ადამიანებთან კონტაქტზე, თავად ადვოკატი გაესაუბრა. ეს ადამიანები ადვოკატის დასაკითხ სიაში არიან შეყვანილები და შესაბამისად, დაცვის მხარეს ექნება შესაძლებლობა, რომ ისინი დაკითხონ სასამართლოში.

ერთის მხრივ თუ ამბობს რომ არ გადასცემია დაკითხვის ოქმები, მაშინ რაზე დაყრდნობით ამბობს, რომ გამამართლებელია - ეს ერთი და მეორე, თუ გამამართლებელია, მაშინ მათ ეს პირები შეყვანილი ჰყავთ დასაკითხ პირთა სიაში, ადვოკატს თავად ჰქონდა გამოძიებსი ეტაპზე ამ ადამიანებთან ურთიერთობა და თუ ის თვლიდა,  რომ ეს გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით გამამრთლებელი მტკიცებულება შეიძლება ყოფილიყო, ბუნებრივია მას შეეძლო გამოკითხვა, ისევე როგორც ჩვენ", - განაცხდა მარიამ ბერძენიშვილი. 

  • ცნობისთვის, წინა პროცესზე, სუს-ის ექს-შეფის უფლებადამცველმა, ლანა ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაცვის მხარეს გრიგოლ ლილუაშვილის გამამართლებელი მტკიცებულებები სრული მოცულობით არ გადასცემია და დააანონსა, რომ ამ აღნიშნულს დაცვის მხარე გაასაჩივრებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 2 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. აღნიშნული მოწმეებიც, ისევე, როგორც გასულ სხდომაზე დაკითხულები, ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით მისცემენ ჩვენებას.

როგორც პროკურორმა განმარტა, მოწმეები მიუთითებენ იმ გარემოებებზე, თუ როგორ ხდებოდა მეწარმე სუბიექტებთან გარიგება და შემდგომ უკვე, როგორ მიდიოდა ეს ფული ზემდგომ პირებთან, მათ შორის გრიგოლ ლილუშვილთან.

დღეს წარმოდგენილი მოწმეები ბუნებრივია შეხებიან იმ სქემას, რაც ეხება ამ ეპიზოდს. მათი ცოდნის ფარგლებში ვფიქრობ, რომ სასამართლოს მიაწვდიან ინფორმაციას, რაც სასამართლოს დაარწმუნებს ბრალად წარდგენილი ქმედების სისწორეში. მოწმეები მიუთითებენ იმ გარემოებებზე, თუ როგორ ხდებოდა მეწარმე სუბიექტებთან გარიგება და შემდგომ უკვე, როგორ მიდიოდა ეს ფული ზემდგომ პირებთან, რომლებიც უკვე შემდგომი პირების დაკითხვით დადასტურდება, რომ ინაწილებდნენ თანხას. კი ბატონო- მათ შორის ლილუაშვილთან. ბრალდებსი მხარეს წარდგენილი აქვს, რომ გრიგოლ ლილუაშვილი იღებდა ქრთამს, შესაბამისად, ამ საქმეზე მოწმეები როდესაც დაიკითხებიან, დადასტურდება ბრალად წარდგენილი ქმედება", - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა. 

ქრტამის აღების ფაქტს ბაგა-ბაღებიდან კატეგორიულად არ ეთანხმება გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის მხარე. დღეს ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ არცერთ მოწმეს არ დაუდასტურებია სუს-ის ექს შეფის კავშირი ამ საქმესთან. 

რას ედავება პროკურატურა სუს-ის ექს-შეფს: 

პირველი ეპიზოდი

  • „2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორის, ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის“.

მეორე ეპიზოდი

  • „2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი“.

მესამე ეპიზოდი

  • „რაც შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.
  • აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.
  • ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.

მეოთხე ეპიზოდი

  • „გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
  • ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები.

მსგავსი სიახლეები