"ქურდული გარჩევების" საქმე - 12-ივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ქურდულ სამყაროსთან კავშირის საქმე - 12-ივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.
უფლებადამცველები ამბობდნენ, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ აქვს მტკიცებულებები, რაც მათ ბრალეულობას დაადასტურებდა და ამასთან, არცერთი დაკავებული წარგენილ ბრალდებას არ აღიარებდა.
ცნობისთვის, ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე ბრალი 50 პირს წარუდგინეს.
საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტ ბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, რის შემდეგაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას