მსოფლიო მასშტაბის ხელოვანი ციხეში ჰყავთ ქოცებს, რაზეა ლაპარაკი - გია ბუღაძე ბურჭულაძეზე

15.05.26 13:33
მსოფლიო მასშტაბის ხელოვანი ციხეში ჰყავთ ქოცებს, რაზეა ლაპარაკი - გია ბუღაძე ბურჭულაძეზე

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბანის ამბავმა მსოფლიო პრესა აალაპარაკა, ქართველი ხელოვანები ამბობენ, რომ სწორედ საშინაო და საგარეო წნეხია ერთადერთი, რაც “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აიძულებს, საოპერო სცენის ვარსკვლავს ციხის კარი გაუხსნან, ამიტომ ახლა ყველას ვალია ხმამაღლა დააფიქსიროს თავისი პოზიცია.

მათი თქმით,  სამწუხაროა, რომ მსოფლიოში უფრო მეტი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს, ვიდრე, მისი კოლეგების წრეში საქართველოში.

წარმოვიდგინოთ, ვლაპარაკობთ პაატა ბურჭულაძეზე, მსოფლიო მასშტაბის ხელოვანზე, ალბათ, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საერთაშორისო აღიარების მქონე ხელოვანზე. ეს ადამიანი ციხეში ჰყავთ ქოცებს, რაზეა ლაპარაკი. ჩვენი საზოგადოება ბრმა-ყრუ და დაავადებულია, როდესაც პაატას დონის ადამიანს ციხეში ვიტანთ და იქ უნდა იყოს. ის ჩასვა სრულიად გაუნათლებელმა, ხეპრე ხელმძღვანელობამ, რომელიც ჩვენ ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს. ამან უნდა გამოიღოს შედეგი, თუმცა ქოცებისგან განსაკუთრებულს არაფერს ველი, - ამბობს გია ბუღაძე.

  • ციხეში გამოკეტილი მსოფლი ბანის შესახებ მსოფლიო მედია წერს - უცხოელი ჟურნალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ბურჭულაძის დაკავება მის პოლიტიკურ აქტიურობასთანაა დაკავშირებული.
  • ასევე, ევროპელი ხელოვანები და სახელოვნებო ინსტიტუბი მოითხოვენ, რომ ბურჭულაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები