ეს არის ჩემი პასუხი “ოცნების” უმსგავსო ლაპარაკზე “მონანიების” შესახებ - ელენე ხოშტარია

15.05.26 14:36
ეს არის ჩემი პასუხი “ოცნების” უმსგავსო ლაპარაკზე “მონანიების” შესახებ - ელენე ხოშტარია

პატიმრობაში მყოფი “დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს აქვეყნებს და “ოცნებას“ პასუხობს.

ის ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ ეს არის მისი პასუხი “ოცნების”უმსგავსო ლაპარაკზე “მონანიების” შესახებ.“

ერთხელ ერთმა ტირანმა, დაატყვევა თავისუფალი უდანაშაულო ადამიანი და ჩაიფიქრა, რომ ვაწამებ და რაღაცას ვათქმევინებო. ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა.
ეს არის ჩემი პასუხი “ოცნების”უმსგავსო ლაპარაკზე “მონანიების” შესახებ.
ის მართლა ტირანი მაინც იყო…,  წერს ელენე ხოშტარია.

“ოცნება“ სინდისის და პოლიტიკური პატიმრების მონანიებას და აღიარებას ითხოვს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.