ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დავაკავეთ - შსს
ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, მოლარე ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაეუფლა სხვადასხვა ნივთს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
ციხის ნაცვლად ფსიქიატრიული - ქალი, რომელსაც მეუღლემ 33 ჭრილობა მიაყენა, ექსპერტს დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს
გურანდა აბულაშვილი, რომელიც ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის შემდეგ სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, ამტკიცებს, რომ სავარაუდო მოძალადემ სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება მოახერხა.