შიო III: ოჯახი ადამიანის ჩამოყალიბების მთავარი საფუძველია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ საზოგადოებას მიმართა და ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ოჯახის როლზე ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში და აღნიშნა, რომ სწორედ ოჯახური გარემო განსაზღვრავს იმ ფასეულობებს, რომელთა საფუძველზეც პიროვნება იზრდება და ვითარდება.
მისი თქმით, ბავშვი ოჯახში ურთიერთობების მაგალითზე სწავლობს სიყვარულს, დათმობასა და პასუხისმგებლობას, ხოლო ჯანსაღი ოჯახი ადამიანისთვის ცხოვრების მთავარ სკოლად იქცევა.
შიო III-მ ასევე ისაუბრა ოჯახის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ისეთი კანონმდებლობის მნიშვნელობას, რომელიც, მისი შეფასებით, ოჯახისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვას უზრუნველყოფს.
ადამიანი ხედავს, როგორ ეპყრობა მამა დედას, დედა მამას, როგორი ურთიერთობაა მშობლებს შორის და ნელ-ნელა სწავლობს ამ ტავგანწირულ სიყვარულს. რა თქმა უნდა, ჭაბუკობის ასაკში ვერ მოვთხოვთ ჩვენ ამ თვისებას ადამიანსმაგრამ დროთა განმავლობაში ის გადის ამ სკოლას მოთმიების, თავმდაბლობის, დათმობის, სულგრძელების, კეთილშობილების, სიმამაცის ასეთ ბედნიერ ოჯახში და იძენს ამ მთავარ თვისებას. მაგრამ თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი, როგორცი არის აბორტი, მაგალითად, მაშინ, რა თქმა უნდა, ასეთ საფუძველზე ვერანარი ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი და განწირულია ასეთი ოჯახი. იმიტომ, რომ როგორც ვიცით ბიბლიიდან ჩვენ, მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის და პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ იაბდება ბავშვი, ეს ღვთისგან მოვლენილი ანგელოზი, იქ არის ბედნიერება. უნდა ვიშრომოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოოგისგან, - თქვა მეუფე შიომ.