ფიზიკური ძალადობა და სავარაუდო გავლენებით ვაჭრობა - რა ბრალდებებს უყენებს 52 წლის ქალი ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს

17.05.26 20:30
ფიზიკური ძალადობა და სავარაუდო გავლენებით ვაჭრობა - რა ბრალდებებს უყენებს 52 წლის ქალი ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს

ფიზიკური ძალადობა, მკვლელობის მუქარა და სავარაუდო გავლენებით ვაჭრობა — ამ ბრალდებებს ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს, გიორგი ძიძიკაშვილს უყენებენ. 52 წლის ქალი აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა საკუთარ სახლში, ღამის საათებში განხორციელდა.

დაზარალებულის თქმით, დაპირისპირების მიზეზი ქონებრივი დავა გახდა, ხოლო სავარაუდო თავდამსხმელი მისი ნათესავია. ქალის მტკიცებით, გიორგი ძიძიკაშვილი სახლში შეიჭრა, საწოლიდან გადმოაგდო, ფიზიკურად გაუსწორდა და ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე უკვე ჩართულია პოლიცია და ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზა, დაზარალებული ეჭვობს, რომ ყოფილი მცველი გავლენიანი კავშირებით სარგებლობს და სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს. მისი განცხადებით, გიორგი ძიძიკაშვილი შესაძლოა ძველ სამსახურებრივ კავშირებს იყენებდეს და სწორედ ეს აჩენს კითხვებს გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები