უარი სინოდს - "ოცნებაში" თქვეს, რომ სინდისის პატიმრების შეწყალება არ იქნება
მიხეილ ყაველაშვილი მდუმარებაშია - უპასუხოდ ტოვებს კითხვას აპირებს თუ არა საპატრიარქოს პოზიციის გათვალისწინებას და სინდისის პატიმრებისთვის ციხის კარის გაღებას.
"ქართული ოცნება" ისევ მონანიების მოლოდინშია. აქციებში მონაწილეობის გამო უკანონოდ დაკავებულებს თავისუფლების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარება ამჯერად მამუკა მდინარაძემ მოსთხოვა. ვიცე-პრემიერი ამტკიცებს, რომ მონანიება მთავარი წინაპირობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ციხეში დარჩება.
გამოდის, რომ "ქართული ოცნება" არც მაღალი იერარქების პოზიციას ითვალისწინებს. მამუკა მდინარაძემ დღეს აქციების დროს დაკავებულების ციხეში ჩასატოვებლად ახალი მიზეზი მოიფიქრა. ახლა ამტკიცებენ, რომ ტერმინი "სინდისის პატიმარი" არ მოსწონთ და ვიდრე საზოგადოება ამ ახალგაზრდებს ასე მოიხსენიებს, ციხეებიდან არავის გამოუშვებენ.
ჩნდება კითხვა, "ქართული ოცნების" წევრების განცხადებების შემდეგ აქვს თუ არა აზრი პატრიარქ შიო მესამის მიმართვას - მეუფე ანტონმა დააანონსა, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე პატიმრებთან დაკავშირებით იმსჯელებენ, რის შემდეგაც შეწყალების თხოვნით შესაძლოა საპატრიარქომ პრეზიდენტს მიმართოს. ივანიშვილის პარტია კი შეწყალებას მხოლოდ წინაპირობით განიხილავს.