მონიტორინგი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დაიწყეთ - ლონდა თოლორაიას რჩევა მდინარაძე

19.05.26 15:43
მონიტორინგი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დაიწყეთ - ლონდა თოლორაიას რჩევა მდინარაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კანონის უზენაესობის ცენტრის” ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია შსს-ს ახალ დანაყოფს, ურჩევს, სიძლვილის ენის მონიტორინგი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დაიწყოს.

თოლორაიას თქმით, სწორედ "ოცნების" წარმომადგენლემა დაამკვიდრეს საქართველოში სიძლვილის ენა და პირველ რგიში მათი განცხადებები და სტატუსები უნდა გადახედოს უწყებამ, რომლის შექმნაც მამუკა მდინარაძემ გუშინ დააანონსა. 

ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ ისინი დაიღალნენ იმ კრიტიკის მოსმენით, რომელიც უკვე ძალიან მომრავლდა. დისკომფორტში არიან და გადაწყვიტეს ამ გზით აღკვეთონ ის კრიტიკა, რომელიც მათ მიმართ არის მიმართული. მე ვურჩევ იმ ახალ დანაყოფს, რომელმაც ეს უნდა დაამონიტორინგოს, რომ მონიტორინგი თავად ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დაიწყოს, იმიტომ, რომ სიძულვილის ენა სწორედ მათი დამკვიდრებულია საქართველოში, მათი დაყოფილია მოსახლეობა ორ ნაწილად. დაიწყოს პრეზიდენტისგან, პრემირისგან, პარლამენტის წევრებისგან - მათი გამოსვლები შეამოწმონ, მათი სტატუსები შემოწმონ და პირველ რიგში მათ წინააღმდეგ მიიღონ ის ზომები, რის გატარებასაც კრიტიკული აზრის წარმომადგენლების მიმართ აპირებენ", - განაცხადა ლონდა თოლორაია. 

  • შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური მონიტორინგი იქნება - განცხადება სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 
  • მისი განცხადებით, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და "სხვა მსგავს ქმედებებს".