მკვლელი ნარკოტიკი ქვეყანაში - რას ჰყვება კურიერი “პირველებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში
მკვლელი ნარკოტიკების ბუმი ქვეყანაში. “პირველებმა“ ჩაწერა ინტერვიუ ახალგაზრდა კაცთან, რომელიც ტელეგრამ არხზე ყოველგვარი პრობლემის გარეშე კურიერად დარეგისტრირდა და ნარკოტიკები ყუთით სხვადასხვა მისამართზე მიჰქონდა.
როგორც ის ამბობს, დაჰპირდნენ, რომ ამ საქმეში ათი ათას დოლარს გადაუხდიდნენ, თუმცა, თავდაპირველად არ უთხრეს რა იდო საგანგებოდ შეფუთულ ყუთში.
ის დეტალურად ჰყვება, როგორ ხდება რეგისტრაცია და შემდეგ უკვე ნარკოტიკის განაწილება სხვადასხვა ლოკაციაზე.
ადამიანია, ვინც ტელეგრამ არხზე მარიხუანას ყიდის და ძალიან ბევრი ადამიანია მომხმარებელი. კურიერად მუშაობის დაწყებას გთავაზობს, კვირაში 10 ათასი ლარი, რაც ისეთი თანხაა, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა შესაძლოა, ამ ყველაფერს აყვეს. აქვს 2 ბოტი გაკეთებული, რომლიდანაც ავტომატურად ყიდულობ და მისამართზე ტოვებ, ასევე შეგიძლია პირადად ადამინაც გაესაუბრო. 500 ლარს ითხოვს დასაწყისისთვის, მუშაობა რომ დაიწყო, 500 ლარი უნდა დაურიცხო და მოგცემს მაგალითად 10 გრამს, მერე კი უნდა გაანაწილო,- უყვება „პირველებს“ კურიერი, რომელმაც ანონიმურად მიმართა.