პატიმრების მზარდი რაოდენობა და გადავსებული ციხეები — უფლებადამცველები ვითარებას საგანგაშოდ აფასებენ

19.05.26 20:23
პატიმრების მზარდი რაოდენობა და გადავსებული ციხეები — უფლებადამცველები ვითარებას საგანგაშოდ აფასებენ

 

 

პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა — ამის შესახებ ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიში მიუთითებს. 2025 წლის 31 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში 8 592 პატიმარი იყო, რაც 100 ათას მოსახლეზე 232 პატიმარს ნიშნავს. თუმცა, ბოლო წელიწად-ნახევარში ეს სურათი შეიცვალა — უფლებადამცველების ინფორმაციით, პატიმართა რაოდენობა 35%-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 11 ათასს გადააჭარბა.

ევროპის საბჭოს კვლევა ყოველწლიურად აფასებს, რამდენად უმკლავდებიან ქვეყნები ციხეების გადატვირთულობის პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დაბალი სიმჭიდროვის მქონე ციხეების კატეგორიაშია, უფლებადამცველები საუბრობენ გადატვირთულ დაწესებულებებზე, პერსონალის დეფიციტსა და მზარდ საპატიმრო პოლიტიკაზე. მათი შეფასებით, არსებული ტენდენციები კითხვებს აჩენს მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის მიმართულებით.

სპეციალისტები გამოსავლად სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ალტერნატიული სასჯელების უფრო აქტიურ გამოყენებასა და ამნისტიის ან შეწყალების მექანიზმების განხილვას ასახელებენ. თუმცა, ამ საკითხზე "ოცნების" ხელისუფლების პოზიცია უცვლელია —  ირაკლი კობახიძე შეწყალების საკითხზე კვლავ მონანიების აუცილებლობაზე საუბრობს, მიუხედავად პატრიარქის მოწოდებისა.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები